ვიქტორ დოლიძე: ვერ მივიღებთ ჭკუის დარიგებას იმ ხალხისგან, ვინც ქვეყანა ამ დღეში დაგვიტოვა

ვიქტორ დოლიძე

პრინციპით „მეტი მეტის წილ“ საქართველო ევროკავშირისგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც გადანაწილდება განათლების სფეროს, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონალური სტაბილურობისუზრუნველყოფა“.

Your browser doesn’t support HTML5

ვიქტორ დოლიძე: ვერ მივიღებთ ჭკუის დარიგებას იმ ხალხისგან, ვინც ქვეყანა ამ დღეში დაგვიტოვა

ამ დახმარებაზე დეტალური საუბრის გარდა, სახელმწიფო მინისტრთან საუბრისას ჩვენ დავინტერესდით იმითაც, თუ რატომ არ იღებს საქართველოს ხელისუფლება ზოგიერთი თავისი შიდა პოლიტიკური ოპონენტის კრიტიკას „მცოცავ ოკუპაციასთან“ დაკავშირებით; გაქრა თუ არა ევროპული დღის წესრიგიდან 2008 წელს საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილი "ექვსპუნქტიანი შეთანხმება“, რომლის თანახმად, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუსკვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, და რატომ ურჩევენ ე.წ. ბორდერიზაციის ყოველი მორიგი შემთხვევის დროს საქართველოს ხელისუფლებას „ფრთხილ მოქმედებას“ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.