ვიდეოზარი ჟესტების ენაზე
Your browser doesn’t support HTML5
რამდენიმე დღის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოჩნდა ახალი მომსახურების აღმნიშვნელი ბანერი, სახელწოდებით ვიდეოზარი, რომელიც მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლისთვისაა განკუთვნილი და გულისხმობს ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტების ენაზე, ინფორმაციის მიღებას. მთავარი პირობა ცესკოს ოფიციალურ გვერდზე დარეგისტრირებაა. თარჯიმან-ოპერატორს ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები სკაიპით უნდა დაუკავშირდნენ და არჩევნებთან დაკავშირებულ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ.