თერაპია თეატრით

Your browser doesn’t support HTML5

31 მაისს „ვორლდ ვიჟენ საქართველომ“ თბილისში გამართა სოციალური თეატრის წარმოდგენა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მონაწილეობით. სპექტაკლზე ბავშვებმა თავიანთი ყოველდღიური ყოფა წარმოადგინეს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ვორლდ ვიჟენი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უწევს ადმინისტრირებას სამ დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის.