საკრებულო სოციალური სახლების აშენების ინიციატივით გამოდის
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი პირებისთვის სოციალური სახლების აშენების ინიციატივით გამოდის. პროექტი ამჟამად მუშავდება და ჯერჯერობით ყველა ნიუანსი გარკვეული არ არის. პროექტის შედგენის აუცილებლობა გამოიწვია სხვადასხვა შენობაში შეჭრილი უსახლკარო ადამიანების დიდმა რაოდენობამ, რომლებიც აუტანელ პირობებში ცხოვრობენ, ასევე პერმანენტულმა აქციებმა ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით. არასამთავრობო სექტორის მონაცემებით, უსახლკაროთა რაოდენობა ათიათასობითაა. უსახსრობის გამო ისინი ან თვითნებურად იკავებენ საცხოვრებლად გამოუსადეგარ შენობებს, ან მუნიციპალიტეტი დროებით ბინის ქირას უხდით. ამჯერად საკრებულო გეგმავს ამ პირებისთვის გრძელვადიანი პროექტის მომზადებას, რომელიც მათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.