გამოკვლევა განათლების პოლიტიკის შესახებ
Your browser doesn’t support HTML5
11 თებერვალს თბილისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) წარმოადგინა გამოკვლევა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტიანობას მიმოიხილავს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც მომზადებულია რეკომენდაციები.