სტალინური სიები
Your browser doesn’t support HTML5
"სტალინური სიები საქართველოდან" - საქართველოში გაიხსნა პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს. პროექტი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობით განახორციელა, სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სტალინური სიები საქართველოდან, სულ 3600 რეპრესირებულის თავგადასავალი, ახლა ყველასათვის ხელმისაწვდომია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე, სადაც ხალხს შეუძლია საკუთარი ახლობლები მოიძიონ. ბაზა შეიქმნა იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს საბჭოთა პერიოდისა და უშუალოდ სტალინის ეპოქის სისასტიკე.