მშვიდობის ფრანი
Your browser doesn’t support HTML5
25 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლმა სამშვიდობო აქცია ჩაატარა. ღონისძიება თბილისში, ვერის ბაღში გაიმართა. ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა შეაგროვეს სამშვიდობო გზავნილები და მანათობელ ფრანზე დაამაგრეს. აქცია ჩატარდა მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს დაიწყო.