2014 წლის მოუგვარებელი პრობლემები
Your browser doesn’t support HTML5
ოჯახში ძალადობის შედეგად დახოცილი ქალები იყო თემა, რომელსაც 2014 წელს საზოგადოების ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეები ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. არანაკლებ აქტუალური იყო ფარული მოსმენების საკითხიც. წლის ბოლოს ფარული მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩა, რამაც ხალხი ისევ ქუჩაში გამოიყვანა. იმართებოდა აქციები უკრაინის მხარდასაჭერადაც. 2014 წელს დასრულდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამა. თუმცა ეს პროქტი მხოლოდ ერთი ნაბიჯი აღმოჩნდა პრობლემის მოგვარების გზაზე. და, საბოლოოდ, ამ წელსაც ვერ მოხერხდა უსახლკაროდ დარჩენილი პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.