კარვები ზაფხულის პაპანაქებაში
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში, კარვებში მცხოვრები მიუსაფარი პირები აუტანელ სიცხეზე ჩივიან. ეს კარვები ხელისუფლებამ მათთვის ზამთარში დადგა დროებითი თავშესაფრისთვის. თუმცა, რადგან წასასვლელი არსად აქვთ, 180-ზე მეტი ადამიანი დღემდე იქ ცხოვრობს. მათ შორის არიან ღრმად მოხუცები, ავადმყოფები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ბავშვი.