გორში ხინჩეგაშვილის გამარჯვებას ზეიმობენ

Your browser doesn’t support HTML5

გორელების დიდ ნაწილს წუხელის არ ეძინა. ისინი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოლიმპიურ ოქროს ზეიმობდნენ. ფოიერვერკი, ქუჩებში გამოსული მანქანები, საყვირები, ხმაური და მილოცვებით ურთიერთგადაძახილი. მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა რიო-დე-ჟანეიროს არენაზე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.