მარტიდან გაზი ძვირდება

Your browser doesn’t support HTML5

პირველი მარტიდან იურიდიული პირებისთვის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება და 90 თეთრი გახდება (დღგ-ის ჩათვლით). კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებით, გაძვირება შეეხება ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებელს, გარდა პურის ქარხნებისა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილიც აცხადებს, რომ პურის ქარხნებზე სავარაუდოდ მართლაც შეღავათიანი ფასები შენარჩუნდება. ბუნებრივი აირის გაძვირების ოფიციალურ მიზეზად დოლარის კურსის აწევა სახელდება.