კულტურის ექსპერტები კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან
Your browser doesn’t support HTML5
კულტური მემკვიდრეობის კანონში შესატან ცვლილებებს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებენ. ცვლილებების შედეგად გაცილებით გამარტივდება ამა თუ იმ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა. ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი ამ ცვლილებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. უკვე მომზადებულია პეტიცია მთავრობის სახელზე, რომელსაც, ამ დროისთვის, ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და 900-მდე კერძო პირი აწერს ხელს.