ჩვენი სტუმარი: ელისო ამირეჯიბი

Your browser doesn’t support HTML5

13 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი. მან ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე, რომელიც მარტოხელა დედების სამართლებრივი სტატუსის შემოღებასა და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას შეეხება. როგორც ელისო ამირეჯიბი ამბობს, მარტოხელა დედის სტატუსი უნდა მიენიჭოთ დედებს, რომელთა შვილების დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია. მისი სიტყვებით, საქსტატის მონაცემებით, 2000-2013 წლის ჩათვლით, საქართველოში 30 000 ასეთი ბავშვია დაბადებული. ელისო ამირეჯიბის თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთი დედები მიტოვებულნი და გარიყულნი არიან, როგორც შვილის მამის, ისე საკუთარი ოჯახის მხრიდანაც, რის შედეგადაც მათ უმძიმეს სოციალურ და დეპრესიულ გარემოში უწევთ ცხოვრება.