ოცდაცამეტი ძაღლი და ერთი კატა

Your browser doesn’t support HTML5

ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავშესაფარში ამჟამად ოცდაცამეტი ძაღლი და ერთი კატა იმყოფება. თავშესაფარი შეწირულობებით არსებობს. საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ აქ მხოლოდ ქუჩის ძაღლები მიჰყავთ, მკურნალობენ და შემდეგ ან უკან აბრუნებენ, ან მსურველებს ჩუქნიან. მისი თქმით, ცხოველების თავშესაფარი სახელმწიფოს მხრიდან მატერიალურ მხარდაჭერას საჭიროებს.