დედაენის დღე
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღეს აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დედაენის უნიკალური გამოცემები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. ეს დღესასწაული 1990 წელს დაწესდა 1978 წლის 14 აპრილის სახსოვრად, როდესაც საქართველოში ათასობით ადამიანი აღუდგა წინ საბჭოთა ხელმძღვანელობის გეგმებს და არ დაუშვა საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.