აურზაური ბილეთების რიგში
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში უეფას სუპერთასის მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა ხმაურით მიმდინარეობს. ვაკის პარკში ათასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის რეგიონებიდან ჩამოსულები. ბილეთების შეძენის მსურველებს ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონამდე მისვლა უწევთ. გულშემატკივრების ნაწილი ამბობს, რომ ბილეთებს არა „ცოცხალი“ რიგით, არამედ წინასწარ შედგენილი სიებით ყიდიან. მობილიზებულია პოლიცია, რომელიც რიგსა და მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.