გარემოს დამცველთა აქცია თბილისის საკრებულოს წინ
Your browser doesn’t support HTML5
28 აპრილს თბილისის საკრებულოს შენობის წინ აქცია გამართეს გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი პროტესტი 27 აპრილს თბილისში ხეების მოჭრამ გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მწვანე ნარგავების განადგურებამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ამ მოვლენების პარალელურად თანამდებობიდან გადადგა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. ოფიციალურ მიზეზად ხოკრიშვილმა დაასახელა ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან სურს გამგზავრება.