აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს თბილისში მხარდაჭერას უცხადებენ
Your browser doesn’t support HTML5
22 აგვისტოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ევროსაბჭოს ოფისთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში უფლებადამცველების დევნის ფაქტებს ეხმაურებიან და ითხოვენ, ევროსაბჭომ სათანადო ზომები მიიღოს, მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად. საუბარია უფლებადამცველების, რაულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დაპატიმრებაზე. 2014 წლის მაისიდან აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. აქციის მონაწილეები ევროსაბჭოს მოუწოდებენ, შეუწყვიტონ აზერბაიჯანს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნას, უფლებამოსილება.