ველობილიკი პეკინზე - პირველი და არა უკანასკნელი?
Your browser doesn’t support HTML5
21 სექტემბერს თბილისში, განახლებულ პეკინის ქუჩასთან ერთად გაიხსნა ახალი, სამ
მეტრამდე სიგანისა და ერთი კილომეტრი სიგრძის, ორმხრივი ველობილიკი,
რომელიც ბულაჩაურის ქუჩიდან იწყება და მიროტაძის ქუჩასთან მთავრდება.
ნიშნებითა და მონიშვნებით უზრუნველყოფილ ბილიკზე გაკეთდა ველოსიპედების
ოთხი სადგომი. პეკინის ქუჩის ველობილიკი პირველი თანამედროვე და
მოწესრიგებული ველობილიკია თბილისში.