ვაჟას დამარხული თოფი და ფოტოდან გამქრალი ლევანი

Your browser doesn’t support HTML5

ვაჟას თოფი, მისი მეუღლის ნამზითვარი კიდობანი, საწერი მაგიდა და ფოტო სევდიანი ისტორიით... ეს ყველაფერი ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, ინახება. ამ სახლს, ვაჟას გარდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელიც უკავშირდება. ლევან რაზიკაშვილმა ქაქუცას მხოლოდ ერთ დღეს უმასპინძლა ჩარგალში, მაგრამ მისთვის ეს ერთი დღეც საბედისწერო აღმოჩნდა: ლევანი დახვრიტეს.