„უხილავ ფარდაში“ დღეს ევროპის არტცხოვრებაზე ვესაუბრებით ფოტოხელოვანს, მხატვარს, ხელოვნების კურატორს, შალვა ხახანაშვილს, რომელიც საქართველოდან წავიდა ბერლინში, შემდეგ ბედმა, ოჯახურმა გარემოებამ პარიზის გზას გაუყენა, სადაც დღემდე მუშაობს.პარიზის საზოგადოებამ, როგორც თვითონ ამბობს, "მიიღო ის როგორც მხატვარი და როგორც ქართველი". გადაცემის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს,შლვა ხახანაშვილი თავიდანვე უხსნის, რატომ ფიქრობენ, რომ თავის ნამუშევრებში ის "ცდილობს დრამის დეკორირებას და დეკორის დრამატიზაციას“.
Your browser doesn’t support HTML5