"ისტორიული დღე"

Your browser doesn’t support HTML5

ევროპარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს. ამ წინადადებას მიემხრო 553 დეპუტატი, 66 წინააღმდეგი იყო, ხოლო 28 პარლამენტარმა თავი შეიკავა. საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, მარია გაბრიელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარები დაამტკიცებენ უვიზო მიმოსვლის "შეჩერების მექანიზმს", ხელს მოაწერენ და ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნებენ შესაბამის დოკუმენტებს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის უფლებით ისარგებლებენ; სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლა მარტის ბოლოს ამოქმედდება. ბრიუსელში კენჭისყრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.