ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში რიყე, რუხი, ტყაია, დარჩელი, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, წყლის მიწოდება შეწყდა დეკემბერში - მას შემდეგ, რაც მოსაზღვრე სოფლებში დაუდგენელმა პირებმა ცენტრალური მილები ამოიღეს.
მდინარე ენგურის მოსაზღვრე სოფლებს წყალი ცენტრალური მაგისტრალის მილებიდან „ენგურჰესის“ აშენების შემდეგ მიეწოდებოდა და, როგორც თავად აცხადებენ, წლების განმავლობაში მათ მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ.
რიყის მკვიდრი გურამ ვეკუა მეზობლებთან ერთად ითხოვს სასწრაფოდ გამოიძიონ, ვისი ხელმძღვანელობით მოხდა ნიადაგიდან მილების ამოღება, მით უმეტეს, როგორც თავად ამბობს, სოფელში მილები სხვადასხვა დროს, დღისით, მოსახლეობის თვალწინ მძიმე ტექნიკის გამოყენებით ამოიღეს:
„რამდენიმე კილომეტრზეა მთავარი მაგისტრალის მილები ამოღებული. რამდენიმე წერილი მივწერეთ პროკურატურას, პოლიციას, ივანიშვილის სახელზეც დავწერეთ, მაგრამ არანაირი ზომები არ მიუღიათ“.
ამავე სოფელში მცხოვრები ვარდიშა ვეკუა ამბობს, რომ რიყეში მოსახლეობის დიდ ნაწილს ჭები არა აქვს გათხრილი და ახლა წვიმის წყალს იყენებენ:
„ჩვენ სასაფლაოებთან ახლოს ვცხოვრობთ და აქ წყალი უვარგისია, ჭას ვერ გათხრი“.
იგივე პრობლემები აქვს მოსახლეობას სოფელ ინგირსა და პალურში. ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მილების ამოღების სამუშაოს ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის დედა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ წევრი ლალი ანთია ხელმძღვანელობდა:
„მე პირადად ვიყავი იქ და შევესწარი ამ პროცესს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გაგვეცნო მაშინ, გიორგი მქვიაო, და თქვა, ლალი ანთია ხელმძღვანელობსო ამასო და მისი მეშვეობით ვაკეთებთო ამას.
ლალი ანთიას ხლხმა წაიღო ეს. მისი დაკვეთით მოხდა. მე რომ გამეკეთებინა, ახლა დაჭერილი ვიქნებოდი, მაგრამ როცა თვითონ აკეთებენ, მაშინ მაგათ არავინ დაიჭერს“.
თავად ლალი ანთია ინტერნეტგამოცემა livepress.ge-სთან საუბარში წყლის მილების საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და მოსახლეობის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს:
„გეფიცები შვილებს, ოჯახს, კავშირი არ მაქვს ამ საქმესთან“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას თქმით, სასმელი წყლის მილების გატანის ფაქტზე ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმირებულია. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„შესაბამის ორგანოებში მიდის მოკვლევები. მიმართა როგორც მოსახლეობამ, ასევე ადგილობრივმა თვითმმართველობამ. სოფელ რიყეში ორი ჭაბურღილის მოწყობაა დაგეგმილი, რაც 30 ოჯახზეა გათვლილი, მაგრამ მოსახლეობა ამაზე უარს აცხადებს. მათ ადრე მოქმედი წყლის აღდგენა უნდათ“.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურიდან livepress.ge-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, წყლის მილების თვითნებურად ამოღების ფაქტზე 2012 წლის 23 დეკემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„საქმეზე დაიკითხა მოწმეები, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებანი, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ფოტოსურათით ამოცნობა. დაინიშნა საინჟინრო -ტექნოლოგიური ექსპერტიზა. გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა მიღებული არ აქვს“, – ნათქვამია პროკურატურიდან მიღებულ განცხადებაში.