ქალაქ გორის ცენტრში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე წელია დგას ბეტონის კონსტრუქცია, რომლის დანიშნულება გაუგებარია არა მხოლოდ მუზეუმის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტებისთვის, არამედ არაერთი ადგილობრივი მცხოვრებისთვისაც. კონსტრუქციის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ცენტრალური მოედნიდან 2010 წელს აღებული სტალინის ძეგლის გადატანა მუზეუმის ტერიტორიაზე. გორის საკრებულოს წევრები ქალაქის ცენტრიდან უსახური კონსტრუქციის აღებასაც მოითხოვენ.
Your browser doesn’t support HTML5