აშშ-ში სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებული კრიზისი დროებით გადაილახა, თუმცა დარჩა კითხვები, რომლებიც კონგრესის მიერ ამ ლიმიტის დამტკიცების პოლიტიკასაც ეხება. როცა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა დგას ამგვარი საფრთხის წინაშე, რომელსაც თითქმის დეფოლტი, გადახდისუუნარობა ჰქვია, ჩნდება შეკითხვა: რატომ ადგენენ ამ ლიმიტს, საიდან მოდის ეს ლიმიტი, რატომ ინარჩუნებენ მას, თუ იციან, რომ საქმეს გაართულებს?
მსოფლიოს მასშტაბით თუ შევხედავთ, ვაშინგტონში მიღებული ეს ვალის ლიმიტი უჩვეულო ფენომენია. მსოფლიოს სამრეწველო თვალსაზრისით განვითარებულ ქვეყნებს შორის მხოლოდ ერთს, დანიას აქვს კანონმდებლების მიერ ვალის და ხარჯის ცალ-ცალკე დამტკიცების სისტემა. დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლება ვალის აღების მხრივ საკმაო თავისუფლებას აძლევს მთავრობას, რომელმაც ამ ნასესხები ფულით დამტკიცებული ხარჯის დაფარვა უნდა შეძლოს. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება ისესხოს იმდენი, რამდენიც ხარჯისთვის სჭირდება. კანადაში აღმასრულებელ სფეროს აქვს უფლება, აიღოს იმდენი ვალი, რამდენიც წლიური ბიუჯეტის შევსებას სჭირდება. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, ატარებს ზომებს იმისათვის, რომ საჯარო ვალის გასტუმრება შეუძლებელი არ გახდეს და წესდება სესხების ლიმიტი. მაგრამ ეს ლიმიტი დამოკიდებულია ეკონომიკის მასშტაბზე. დანიის მაგალითზე ლაპარაკობს დანიური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, ვაშინგტონის საერთაშორსო ეკონომიკის, პიტერსენის ინსტიტუტის მკვლევარი იაკობ კირკეგორი, რომელიც განმარტავს, როგორ ფუნქციონირებს სისტემა მის სამშობლოში:
„დანიაში ვალის ლიმიტი ყოველთვის პოლიტიკური კონსენსუსის საგანია, არა კანონონმდებლობის თემა. ის უტოლდება სახელმწიფო დავალიანებას, აღებულს რამდენჯერმე. ეს არის განსხვავებული გზა და დანია არასოდეს მიდის რისკზე, რომ ეს წესი დაარღვიოს. ვალის ლიმიტის პრინციპი მხოლოდ საკონსტიტუციო, ლამის ადმინისტრაციული მიზეზით დადგინდა. მას არასოდეს იყენებს პოლიტიკა, როგორც ეს აშშ-ში ხდება“.
თუმცა აშშ-ში წესი, რომ ვალის ლიმიტი კანონმდებლებმა უნდა დაადგინონ, სიმარტივის გამო შემოიღეს და ის ადრე არასოდეს გამხდარა იმგვარი დაპირისპირების საგანი, როგორც ეს ბოლო წლებშია. 1917 წლამდე ამერიკის კონგრესი ამტკიცებდა საგანგებო კრედიტებს, როცა ისინი საჭირო იყო. ერთ-ორჯერ მოხდა მისი შემცირება, უმეტეს შემთხვევებში კი ეს ლიმიტი იზრდებოდა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 1960 წლის შემდეგ კონგრესმა 78-ჯერ შეცვალა ლიმიტი - დროებით გაზარდა ის ან ახლებურად განსაზღვრა ვალის ლიმიტის ცნება. დღეს მოქმედი ლიმიტი აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 75 პროცენტს შეადგენს. ის დავის საგანი ხდება ბოლო წლებში, როცა მან მართლაც მიაღწია ზღვარს, ამბობს კირკეგორი. ამ უკანასკნელ ხანებში ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ ვალის ლიმიტის გაზრდა ხარჯების შემცირებისა და პოლიტიკის სხვა მიმართულებების შეცვლის პირობად აქცია. ბევრს სურს, ის გაუქმდეს და მათ რიცხვში აშშ-ის ყველაზე დიდ კრედიტორს, ჩინეთს. ამერიკის მოქალაქეები მას სასოწარკვეთამდე მიჰყავს, მაგრამ, დანიელი ეკონომისტის აზრით:
„სამწუხაროდ, იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტიები ვალის ლიმიტის პრინციპს გააუქმებენ, ძალიან, ძალიან მცირეა. პოლიტიკური პარტიები იშვიათად ამბობენ უარს პოლიტიკურ ბერკეტებზე“.
ამის მიუხედავად, არაერთი ეკონომისტი, ოფიციალური პირი, კანონმდებელი და სხვა გამოდის მოწოდებით, რომ გაუქმდეს ვალის ლიმიტი. 1970-იან წლებში დემოკრატიულმა პარტიამ დაადგინა ახალი წესი, რომლის თანახმადაც, ვალის ლიმიტი ავტომატურად იზრდებოდა, ბიუჯეტის დამტკიცების შესაბამისად. თუმცა ეს წესი შუა 90-იან წლებში რესპუბლიკურმა პარტიამ, როცა მან არჩევნებში გაიმარჯვა, კვლავ შეცვალა.
მსოფლიოს მასშტაბით თუ შევხედავთ, ვაშინგტონში მიღებული ეს ვალის ლიმიტი უჩვეულო ფენომენია. მსოფლიოს სამრეწველო თვალსაზრისით განვითარებულ ქვეყნებს შორის მხოლოდ ერთს, დანიას აქვს კანონმდებლების მიერ ვალის და ხარჯის ცალ-ცალკე დამტკიცების სისტემა. დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლება ვალის აღების მხრივ საკმაო თავისუფლებას აძლევს მთავრობას, რომელმაც ამ ნასესხები ფულით დამტკიცებული ხარჯის დაფარვა უნდა შეძლოს. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება ისესხოს იმდენი, რამდენიც ხარჯისთვის სჭირდება. კანადაში აღმასრულებელ სფეროს აქვს უფლება, აიღოს იმდენი ვალი, რამდენიც წლიური ბიუჯეტის შევსებას სჭირდება. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, ატარებს ზომებს იმისათვის, რომ საჯარო ვალის გასტუმრება შეუძლებელი არ გახდეს და წესდება სესხების ლიმიტი. მაგრამ ეს ლიმიტი დამოკიდებულია ეკონომიკის მასშტაბზე. დანიის მაგალითზე ლაპარაკობს დანიური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, ვაშინგტონის საერთაშორსო ეკონომიკის, პიტერსენის ინსტიტუტის მკვლევარი იაკობ კირკეგორი, რომელიც განმარტავს, როგორ ფუნქციონირებს სისტემა მის სამშობლოში:
„დანიაში ვალის ლიმიტი ყოველთვის პოლიტიკური კონსენსუსის საგანია, არა კანონონმდებლობის თემა. ის უტოლდება სახელმწიფო დავალიანებას, აღებულს რამდენჯერმე. ეს არის განსხვავებული გზა და დანია არასოდეს მიდის რისკზე, რომ ეს წესი დაარღვიოს. ვალის ლიმიტის პრინციპი მხოლოდ საკონსტიტუციო, ლამის ადმინისტრაციული მიზეზით დადგინდა. მას არასოდეს იყენებს პოლიტიკა, როგორც ეს აშშ-ში ხდება“.
სამწუხაროდ, იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტიები ვალის ლიმიტის პრინციპს გააუქმებენ, ძალიან, ძალიან მცირეა. პოლიტიკური პარტიები იშვიათად ამბობენ უარს პოლიტიკურ ბერკეტებზე...იაკობ კირკეგორი