ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მალე შეუთანხმდება ქაბულს ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების მომავალ როლზე. საქმე ეხება პერიოდს მას შემდეგ, რაც 2014 წლის მიწურულს ავღანეთს დატოვებს უცხოელი სამხედროების უდიდესი ნაწილი.
იმედი, რომ შეერთებული შტატები მალე მიაღწევს ქაბულთან თანხმობას ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მომავალ როლზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მერი ჰარფმა გამოთქვა. მან ვაშინგტონში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ორი მხარე მოლაპარაკებებზე წინსვლას აღწევს:
„მუშაობა მიმდინარეობს ავღანელებთან უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გასაფორმებლად. გვჯერა, რომ ამ შეთანხმების მალე ხელმოწერა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი მიზეზი ის არის, რომ აშშ-მა და ნატომ თავიანთი გეგმები უნდა მოამზადონ. ავღანეთის ჯარებმა დიდი პროგრესი განიცადეს თავიანთი შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ ავღანეთს სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა შექმნას ჯარები, რომლებსაც შეეძლებათ თავიანთი ქვეყნის დაცვა და მოსახლეობის დაცვა“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ეს გამოსვლა რამდენიმე საათში მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის კრიტიკულ განცხადებას აშშ-ისა და ნატოს მისამართით. კარზაიმ ისინი ავღანეთის სუვერენიტეტის არაერთხელ დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არაუგვიანეს ერთი თვისა, მოიწვევს უხუცესთა საბჭოს, ანუ ლოია ჯირგას, აშშ-თან ავღანეთის დაგეგმილ ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად.
ჰამიდ კარზაის თქმით, ავღანელ ხალხს სურს შეთანხმება შეეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან, მაგრამ „ამ მეგობრობითა და შეთანხმებით დაცული უნდა იყოს ავღანეთის ეროვნული ინტერესები. ეროვნული ინტერესები ხალხის უსაფრთხოებასაც გულისხმობს. ხალხი დაცული უნდა იყოს თალიბანისა და ტერორისტების მუქარისაგან და, ამასთანავე, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაბომბვისა და მათ მიერ კანონის დარღვევისგან. ამის გამოა, რომ აქამდე ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ასე რომ, შეერთებულმა შტატებმაც უნდა გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯები. თუ ღვთის ნებაა, მალე, არუგვიანეს ერთი თვისა, შევკრებთ ლოია ჯირგას. რაც უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, მთავრობა, ბუნებრივია, მას დაემორჩილება“.
შეერთებული შტატებისა და ნატოს მიმართ ჰამიდ კარზაის კრიტიკული განცხადება მოჰყვა შეკითხვას ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, ნატოს მიერ 5 ოქტომბერს განხორციელებულ საჰაერო დარტყმაზე. ქაბული აცხადებს, რომ დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი, მაშინ როცა, ნატოს განმარტებით, საჰაერო იერიში მიმართული იყო მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც ემზადებოდნენ უცხოელი ჯარისკაცების მიერ გამოყენებულ აეროპორტზე თავდასხმისათვის. ნატო აცხადებს, რომ გამოიძიებს ამ ინციდენტს.
მოლაპარაკება შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის შეთანხმებაზე, რომელზეც, როგორც ირკვევა, ახლა ლოია ჯირგამ უნდა იმსჯელოს, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ცნობების თანახმად, ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ისა და ავღანეთის წარმომადგენლები ორშაბათს მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე შეიკრიბნენ.
ავღანეთში ამჟამად 87 000-მდე უცხოელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის - 52 000 ამერიკელი და 1500-ზე მეტი ქართველი. უცხოელი სამხედროების უმრავლესობა ავღანეთის ტერიტორიას მომავალი წლის ბოლომდე დატოვებს.