საქართველოში მაუწყებლობას იწყებს „გაზპრომ-მედიას“ შვილობილი კომპანია, თანამგზავრული ტელევიზია „ნტვ პლუსი“, „ნტვ პლუს ჯორჯიას“ სახელწოდებით. „გაზპრომ-მედიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნტვ პლუსი“ პირველი რუსული ციფრულ-თანამგზავრული ტელეოპერატორია, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ მაუწყებლობას საკუთარი ბრენდით განახორციელებს. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი საქართველოში რუსეთის სატელევიზიო არხების მაუწყებლობაზე.