უმისამართო ამომრჩევლები

საქართველოში, დაახლოებით, 25 000 უმისამართო ამომრჩეველია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ასეთი პიროვნებები, ძირითადად, დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე განმარტავს, რომ უმისამართო ამომრჩეველთა რეგისტრაციის დასრულება 1 აგვისტომდეა დაგეგმილი.

Your browser doesn’t support HTML5

უმისამართო ამომრჩევლები

,,მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ რეგიონალური კოორდინატორი კახა ბერიძე ეჭვობს, რომ უმისამართო ამომრჩევლების დარეგისტრირება 1 აგვისტომდე მოესწროს. მისი აზრით, 1-ლ აგვისტომდე მათი რიცხვი უმნიშვნელოდ შეიცვლება, ეს კი ოპოზიციურ პარტიებზე უარყოფითად აისახება.

მმართველი პარტია უმისამართო ამომრჩევლებით ცდილობს გარანტირებული ხმების რაოდენობა ჰქონდეს, მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ წარმომადგენელს. მაკა სუდაძე აცხადებს, რომ 1-ლი აგვისტოს შემდეგ აუცილებლად გადაამოწმებს, შემცირდება თუ არა ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა.

ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც დაბრკოლების გარეშე შეძლებს. მათი აზრით, თუ საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ, დიდი ალბათობით, არჩევნების შედეგები გაყალბდება. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობით არაფერი შეიცვლება.

ცვლილებები, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის წესს არეგულირებს, „საარჩევნო კოდექსში“ 13 ივლისს შევიდა. ცვლილება ეხება პიროვნებებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები; ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა, და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მიუთითებლად. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ განახლებული საარჩევნოსია აგვისტოს დასაწყისში გახდებახელმისაწვდომი .