საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მინსკში

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა

დღეს მინსკში უკრაინის საკითხზე გაიმართა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ოთხსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. სეპარატისტთა ლიდერმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თქვა, რომ 5 სექტემბერს მხარეები კვლავ გამართავენ მოლაპარაკებას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები, ასევე სეპარატისტთა მხარე. შეხვედრის მონაწილეებს უნდა განეხილათ ცეცხლის შეწყვეტის ფორმატი.

უფრო ადრე უკრაინის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა დაიხია უკან, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუგანსკის აეროპორტიდან, რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ბრძოლის შემდეგ. არმიის წარმომადგენლის, ანდრეი ლუცენკოს თქმით, ჯარისკაცებმა პირველ სექტემბერს ორგანიზებულად დაიხიეს უკან.

Your browser doesn’t support HTML5

მინსკში გაიმართა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა