უკმაყოფილება ბაგა-ბაღებში გადასახადის დაწესების გამო

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საბავშვო ბაგა-ბაღებში გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოებასა და ოპოზიციაში. მშობლების განცხადებით, რაოდენ მცირეც უნდა იყოს გადასახადი, ის მაინც მძიმე ტვირთია, როგორც მცირე, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. გადასახადის შემოღებას არასწორად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.