ჩემს ხატვაში მე თავისუფალი დავრჩი

ბეჟან ენუქიძე

მხატვარი ბეჟან ენუქიძე ჰამბურგში 90-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობს. ის ბავშვობიდან ხატავდა. გერმანული ენა თბილისში ისწავლა. დაამთავრა ჰამბურგის ხელოვნების თავისუფალი სკოლა. ჰამბურგშივე გამოაქვეყნა რომანი, მოკლე პროზა. თავისუფალ ქალაქში თავისუფალ მხატვრად ცხოვრობს. მოგვიანებით არტთერაპიას დაეუფლა. მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებთან და მათ ხელოვნებით მკურნალობს. გენგეფირტელი ჰქვია ჰამბურგის ძველ უბანს, რომელიც ჰამბურგში მცხოვრებმა ხელოვანებმა, საერთოდ ჰამბურგელებმა, ხელიდან გამოგლიჯეს დეველოპერებს და დანგრევას გადაარჩინეს. ამ მოძრაობაში ჩართული იყო ბეჟან ენუქიძე, როგორც ჰამბურგელი ხელოვანი. საუბარს საქართველოდან წასული მხატვრის სწორედ ამ, ასე ვთქვათ, სამოქალაქო-კულტურულ აქტიურობის, ამ უბნის დაკავების თემით ვიწყებთ (დაკავება გერმანიაში ამა თუ იმ ქუჩაზე ან უბანზე ხალხის უფლების მოპოვებას გულისხმობს).

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა