„უხილავ ფარდაში“ გადაცემის ავტორმა, ოქროპირ რუხაძემ, სასაუბროდ მიიწვია ლელა სამუშია, პოლიტოლოგი და ახალი გერმანული ლიტერატურის სპეციალისტი. ლელა სადოქტორო დისერტაციას „უკრაინის კრიზისზე“ იქვე დაწერს, სადაც ისწავლა, - ტიუბინგენის უნივერსიტეტში. ახლა მუშაობს შტუტგარტში, კვლევით ინსტიტუტში. მანამდე პრაქტიკა გაიარა გერმანიის სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოში. საუბარი დაიწყო იმით, თუ რა როლს ასრულებს მის ცხოვრებაში მისი მშობლიური ენა - მეგრული.
Your browser doesn’t support HTML5