მაკა ხუციშვილი სტიპენდიანტია, ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარი პროგრამაში „აღმოსავლეთის კვლევები“. მისიკვლევა ეხება საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ თბილისის ოპერის პოლონელ პრიმადონას.თემასამომავლო სადოქტორო ნაშრომის ერთი თავი იქნება. გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძესთან ერთად, მაკა ხუციშვილი გიამბობთ იმაზე, თუ რატომ ისურვა საქართველოში რეპრესირებული პოლონელების ისტორიის კვლევა, რატომ და როგორ ენდობა ისტორიკოსი ზეპირსა თუ საარქივო წყაროს, რას მიაგნო ვარშავის ოპერის არქივში, რაუთხრეს თბილისში, ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში, მის ყოფილ პოლონელ წინამძღვარ ვიტოლდ კრასინსკიზე. „უხილავი ფარდის“ სტუმარმა შარშან მონაწილეობა მიიღო ჰეინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სემინარებში "შეინახე ისტორია", რომელიც ეძღვნებოდა ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიას. მაკა არის თანაავტორი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომისა „დამოუკიდებელი საქართველოს 1028 დღე“. 2013 წელს დაამთავრათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის მიმართულება, სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა თემაზე „გერმანული კოლონიების წარმომადგენელი საზოგადო მოღვაწეები სამხრეთ კავკასიაში: XX საუკუნის 1920-1930-იანი წწ.“.
Your browser doesn’t support HTML5