ბერლინში მუშაობს თოლია ასტალის და დილან პირსის, ხელოვანთა, შემოქმედებითი წყვილი. ერთი მათგანი, თოლია, დღეს „უხილავ ფარდაში“ მის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, უამბობს თავის ნამუშევრებზე, ინსტალაციებზე თუ სხვაზე, როგორ ქმნის მათ და რას ფიქრობს, როცა ქმნის წყვილში, პარტნიორთან, თავისი გოგონას მამასთან, ერთად. თოლიამ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლა, დიპლომი მოამზადა გერმანიაში, მაინცში, შემდეგ ერთი წელი დაყოლონდონში. იქ,ჩელსის ხელოვნების კოლეჯში, ხელოვნების მაგისტრი გახდა.ლონდონში გაიცნეს თოლიამ და დილანმა ერთმანეთი. მოგვიანებით თოლია ასწავლიდა სახვითი ხელოვნების აკადემიაში, იმავე მაინცში, და წყვილი გერმანიაში დარჩა. ახლა ბერლინში ცხოვრობენ. მათი ნამუშევრების ნახვა შეიძლებოდაარაერთ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაზე მსოფლიოს ბევრ ქალაქში. ჩვენთან საუბარში თოლია გაგიმხელთ თავის გვარს - ის ასტახიშვილია - და იმასაც გიამბობთ, რატომ და როგორ ქმნის საბავშვო ქართულ ანბანს და როგორ ახმოვანებს ყინულის დნობას, როგორ შექმნა წყვილმა საკუთარი „წიგნი“. თავიდან თოლია ახსნის, როგორ მუშაობს წყვილი ერთად, რა აუცილებლობაა ამ ერთად მუშაობისა. თოლია ამბობს, რომ მათი ხელოვნება საკუთარი თავის გამოხატვა არ არის, შემოქმედებითი პროცესი სხვაგვარად ვითარდება.
Your browser doesn’t support HTML5