ირაკლი ახალაძე აშშ-ში, ჩიკაგოში, ლუისის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის მაგისტრანტია. "უხილავი ფარდის" სტუმარი გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, რომ აშშ-ში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში რეალიზება იქნება აუცილებელი. უცხოეთში სტუდენტების წასვლასა და საქართველოში მათთვის სახელმძღვანელოების თარგმნის ინიციატივაზე გვიამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა, რომელიც ამ დღეებში პრაღას - სხვათა შორის, რადიო თავისუფლებასაც - სტუმრობდა. რატომ ისურვა ირაკლი ახალაძემ, უკვე ბიზნესის მართვის სპეციალისტმა, თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში წასვლა?
Your browser doesn’t support HTML5