ხათუნა დადიანი-ტეილორი 20 წელიწადია ინგლისში, ლივერპულში, ცხოვრობს. თვითონ ამბობს, რომ იქ ჩასვლა და დაფუძნება თვითმიზანი არ ყოფილა. თბილისში დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, მოგვიანებით მანჩესტერში ისწავლა, მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მუშაობს ფერწერაში, ასწავლის ხატვას, გამოფენებს მართავს ინგლისში. სულ ახლახან გამოფენა ჰქონდა თბილისში, კოკი მახარაძის სახლ-მუზეუმში. საუბარი "უხილავი ფარდის" ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან, იმ პროცესის აღწერით დაიწყო, აბსტრაქტულად ხატვას რომ ანებებ თავს და ყვავილებს აკეთებ. რა იცვლება? ყვავილი ხომ მხატვარს თავს ახვევს ფორმასა და ფერს და ამით თავისუფლებას ხომ არ ართმევს?
Your browser doesn’t support HTML5