ბერლინში მცხოვრებ მხატვარ სოფო ტაბატაძესთან საუბრით გრძელდება „უხილავი ფარდის“ ციკლი უცხოეთში მცხოვრები ქართველი მხატვრების შესახებ. სოფო ტაბატაძე გერმანიის დედაქალაქში მუშაობს როგორც მხატვარი; ცხოვრობს თავის ოჯახთან, ქმართან და ხუთი თვის ვაჟთან, ფილიპესთან, ერთად - ათეულობით საერთაშორისო გამოფენის მონაწილე, აღიარებული ხელოვანი, ინსტალაციების, ბოლო დროს დოკუმენტური ფილმის, ავტორი. მან მხატვრის ხელოვნება ისწავლა ამსტერდამის ხერიტ რიტფელდის აკადემიაში, გაცვლითი პროგრამით ნიუ-იორკში, ასევე თბილისში - სამხატვრო აკადემიაში, ნიკოლაძის ხელოვნების სკოლაში. „უხილავი ფარდის“ სტუმრისთვის ახლობელია ამ უხილავი ფარდის არსებობა ადამიანთა და სამყაროთა ურთიერთობაში, რომელიც სტერეოტიპებითაა აღსავსე. პრაღის სტუდიიდან მხატვარს ბერლინში, შინ დავუკავშირდით. საუბრისას, ცხადია, თავს გვახსენებდა ფილიპე, რომელსაც უკავშირდებოდა პირველი შეკითხვაც.
Your browser doesn’t support HTML5