„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ჩვენს ციკლს საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ნათია დგებუაძე, სოხუმშია დაბადებული, თბილისში გაიზარდა და ახლა ესპანეთში ცხოვრობს. ადრე მცირე ხნით სწავლობდა მალაგის უნივერსიტეტში, ახლა კი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრატურა დაამთავრა, სადოქტორო თემაზე მუშაობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. კვლევის სფეროა პროსტიტუცია, ტრეფიკინგი და ქალთა სექსუალური ექსპლოატაცია. დღესვე ამავე თემაზე საქართველოში მომუშავე გიორგი ნემსაძის კომენტარსაც მოისმენთ. ნათია, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილი, პირველად ბავშვობაში ჩავიდა ესპანეთში. მოგვიანებით კი ისპანისტიკა ისწავლა თბილისში. როგორ მოხვდა ნათია დგებუაძე ესპანეთში და რამ შეაყვარა ესპანური ენა?
Your browser doesn’t support HTML5