ნინო ხელაია ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტია ბერლინში, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო სკოლაში. მისი სადისერტაციო თემა პოლიტიკური მეცნიერების სფეროშია. „უხილავი ფარდის“ დღევანდელი მონაწილე პოლიტოლოგია. საქართველოში და შემდეგ ჰამბურგში ისწავლა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები. „უხილავი ფარდის“ ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ის გვიზიარებს თავის შეხედულებას იმაზე, თუ რას ემსახურება პოლიტოლოგია, რატომ უწევთ ხოლმე პოლიტიკოსებს იცრუონ, რას აღმოაჩენენ დოქტორანტები თავიანთ ნაშრომებში, დასაწყისში კი ლაპარაკობს იმაზე, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდები უცხოეთში სასწავლად.
Your browser doesn’t support HTML5