"უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარი ინგლისში, ლიდსის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენებისა და კულტურების დეპარტამენტში, სადოქტორო თემაზე მუშაობს. სოფიკო დარასელია, ამავე დროს, ლანკასტერის უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და ინგლისური ენის დეპარტამენტში მიწვეული მეცნიერ-მკვლევარია თემაზე "კორპუსზე დაფუძნებული ბუნებრივი ენის დამუშავება". სოფიკო დარასელიას მცდელობით, ლიდსის უნივერსიტეტში შეიქმნა ქართველოლოგიური/ ქართველური ენების კვლევის ცენტრი, სადაც შეისწავლიან ქართულსა და ზანურ - ლაზურ-მეგრულ - ენებს. ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას ფილოლოგიის დოქტორის წოდება მიენიჭა. გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარი სოფიკო დარასელიას კვლევის საგნის - ქართველური ენების - გარშემო დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5