წმ. თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში, რომში, ვატიკანში სწავლობს ირაკლი ჯავახიშვილი. ის საქართველოში გახდა ბაკალავრი და ევროპისმცოდნეობის მაგისტრი. ახლა რომში პოლიტიკურ მეცნიერებას და საერთაშორისო ურთიერთობებს შეისწავლის. მისი საკვლევი თემაა საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო ურთერთობები ევროპის სახელმწიფოებთან. 26 მაისს საქართველოში კიდევ უფრო ცოცხალი გახდა იმაზე მსჯელობა, თუ რატომ მიავიწყდათ 9 აპრილი, როცა ამჟამად არსებული ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რა მნიშვნელობა აქვს 26 მაისს ქართველთა ცნობიერებაში. გადაცემის წამყვანის, ოქროპირ რუხაძის, ირაკლი ჯავახიშვილთან საუბრის პირველი თემა ეს იყო.
Your browser doesn’t support HTML5