მერაბ დანელია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, ჰამბურგში. უკვე მხატვარი იყო, როცა იქ ჩავიდა. მონაწილეობა მიუღია საქართველოს დღეების დროს გამართულ გამოფენებში. იტალიაში, პიზასა და ფლორენციაშიც წარუდგენიათ მისი ნამუშევრები. "უხილავ ფარდაში“ ის გვიამბობს, როგორ ისწავლა ცოტა ხანს თბილისში, ილიას უნივერსიტეტში, რატომ გადავიდა სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ასევე დაუმთავრებელი დარჩა; გვიამბობს ასევე თავის სოციალურ აქტიურობაზე ჰამბურგში, წყალსა და ხმელეთზე, თავიდან კი იმაზე, თუ რატომ არ დაამთავრა, თუმცა შეეძლო დაემთავრებინა, თბილისის აკადემია.
Your browser doesn’t support HTML5