ნინო ნადირაშვილი აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, რობერტ მორისის სახელობის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯში სწავლობს. ნუცა (როგორც მას ახლობლები ეძახიან) 13 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა „მწვანე ბარათი“ მოიგო, რის შემდეგაც ნადირაშვილები ნიუ-ჯერსის შტატში გადასახლდნენ. დღეს ნუცა 18 წლისაა. „უხილავი ფარდის“ ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ის ეუბნება, რომ საერთაშორისო ურთიერობებისა და სამართლის სწავლას აპირებს. როგორ აღიქვა მან ის გარემოება, რომ ამერიკაში ცხოვრებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცა? რას ნიშნავს მისთვის „მწვანე ბარათი“ - პრივილეგიას, შანსს თუ სხვა რამეს? როგორ ერევა სამშობლოს მონატრებას, რატომ გალობს რუსულ ეკლესიაში, რას უსურვებს ამერიკას?.. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ დღეს „უხილავი ფარდის“ მორიგ გამოშვებაში.
Your browser doesn’t support HTML5