გიგი უგულავამ No 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ციხესთან მას დახვდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. დედაქალაქის ყოფილ მერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ მიუსაჯა 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
Your browser doesn’t support HTML5
უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის გამოც მას საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს ეწურებოდა. ვინაიდან „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე, სამუშაო დღეს, უგულავამ დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება.