"ვარდების რევოლუციის" ათი წელი
Your browser doesn’t support HTML5
2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში დასრულდა ედუარდ შევარდნაძის მმართველოს ხანა. ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომელთა სახელს უკავშირდება ე.წ. “ვარდების რევიოლუცია”. მას შემდეგ “ვარდების რევოლუციას” საქართველოში ყოველწლიურად აღნიშნავდნენ. თუმცა ქვეყნის სათავეში დღეს მოვიდა გუნდი, რომლის ნაწილი 23 ნოემბრის მოვლენებს ნეგატიურად აფასებს, ნაწილი კი არ ემიჯნება “ვარდების რევოლუციის” იდეალებს. ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება გიორგი გვახარიას პროგრამის სტუმარი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი.