ტურიზმის ზრდასთან ერთად პრობლემებიც მატულობს

უცხოელი ტურისტები ყაზბეგში

საქართველოში ტურისტული სეზონი დაიწყო და საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აპრილის თვეში საქართველოს 500 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად თავი იჩინა სხვადასხვა სახის პრობლემებმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს 10 პროცენტით მეტი უცხოელი ესტუმრა, ვიდრე შარშან, აპრილში, ხოლო პირველი 4 თვის სტატისტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ უცხოელი სტუმრების რიცხვი 11 პროცენტზე მეტად გაიზარდა. ასეთი მონაცემები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს, ოპტიმისტური განცხადებების საფუძველს აძლევს.

Your browser doesn’t support HTML5

ტურიზმის ზრდასთან ერთად პრობლემებიც მატულობს