ტურისტების კლების ტენდენცია, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიწყო, მიმდინარე წლის იანვარშიც გაგრძელდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2015 წლის იანვარში. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული უცხოელების რიცხვი 3 პროცენტით შემცირდა. რა არის ტურისტული ბიზნესის ვარდნის მიზეზი?
საქართველოში ტურისტების ნაკლებობა შეიმჩნევა. ამაზე მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიც, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული მიზნით საქართველოში 9 პროცენტით ნაკლები უცხოელი აღირიცხა. ასევე შემცირებულია სხვადასხვა მიზნით საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც. საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ცვლილებების პირობას იძლევა, რაც, მინისტრთა კაბინეტის აზრით, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას, თუმცა კლების მიზეზად სწორედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს ასახელებენ, მათ შორის - სავიზო რეჟიმის გამკაცრებას. მთავრობის ამ ნაბიჯს აკრიტიკებს კომპანია „გუდაური ჰელისკის“ ხელმძღვანელი, ტურიზმის ექსპერტი ვახტანგ ასათაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5