„ცოდნის კაფეს“ ამანათები

Your browser doesn’t support HTML5

იმისათვის, რომ წნორში არსებული სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ რეგიონში დიდხანს დარჩეს და საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, მისმა დამფუძნებლებმა კამპანია წამოიწყეს. „დადე შენი აგური ‘ცოდნის კაფეს’ ასაშენებლად“ - ამ წარწერით კომპანიებს ამანათი უკვე მიუვიდათ. სოციალური კაფეს დამფუძნებლები ცდილობენ კერძო პირებთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ახალი სივრცის მშენებლობაში ჩართონ.