კონფლიქტის ზონაში რუსი მესაზღვრეები პრობლემებს არა მარტო ქართველებს, არამედ ეთნიკურ ოსებსაც უქმნიან. გუშინ სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსებმა მამა-შვილი ზვიად და ვახტანგ ჟღენტები დააკავეს. მათი აყვანა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ. საქმეში სწრაფად ჩაერთვნენ ადგილობრივი პოლიციელები და ევროკავშირის დამკვირვებლები. 15 წლის ვახტანგ ჟღენტი მალე გაათავისუფლეს, მამამისი კი ცხინვალში გადაიყვანეს. მოზარდი ჰყვება, რომ სოფლის ტერიტორია არ დაუტოვებიათ და, პირიქით, რუსები შემოვიდნენ მათ სოფელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველების გასათავისუფლებლად ამჟამად ოსურ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო პრობლემებს რუსი მესაზღვრეები არა მარტო ქართული სოფლების მცხოვრებლებს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებსაც უქმნიან. მაგალითად, ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხურბათიმ ჩვენს რადიოს სოფელ ოტრევის ისტორია უამბო. ამ სოფელში სულ 16 ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ომის დროს იქ მცხოვრებმა ოსებმა სახლები მიატოვეს და ცხინვალში გადავიდნენ, ომის შემდეგ სოფელში დაბრუნებულებს კი 8 სახლი რუსების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა დახვდათ. ოტრეველი ალბერტ კაზიევი საკუთარ სახლში ვერ შედის, რადგან, ეგრეთ წოდებული ახალი საზღვრის მიხედვით, მისი სახლი მეზობელი ქართული სოფლის ტერიტორიაზე დატოვეს. ალბერტი ამჟამად ცხინვალის ლიცეუმის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, მაგრამ მისი პრობლემის მოგვარებას ვერავინ ახერხებს. თემურ ცხურბათი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეს პრობლემა ალტერნატიული საცხოვრებლით ან კომპენსაციით უნდა გადაეწყვიტა.
რუსების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრების დადგენა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს იწვევს უკმაყოფილებას. ცოტა ხნის წინ დიდი ხმაური მოჰყვა მავთულხლართების გაბმას დვანსა და დიცში, სადაც ქართული სოფლების მიწის გარკვეული ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა, ახლა კი ოსები გამოთქვამენ პრეტენზიას იმის გამო, რომ მათი სახლები მათი საკუთრება აღარ არის. რადიო „ეხო კავკაზასთან“ საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის უფროსი სერგეი კოლბინი ამბობს, რომ მესაზღვრეები საბჭოთა პერიოდის რუკებით ხელმძღვანელობენ და არ აპირებენ რაიმე გამონაკლისის დაშვებას. მისი აზრით, დემარკაციის პროცესში ქართული მხარე მონაწილეობას რომ იღებდეს, მაშინ სადავო საკითხების მოგვარებაც მოლაპარაკების გზით იქნებოდა შესაძლებელი.
ქართული მხარის პოზიცია დიდი ხანია ცნობილია: საქართველო-რუსეთის საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის. საქართველოს ხელისუფლება რუსების მიერ გავლებულ ახალ საზღვრებს არ ცნობს და, შესაბამისად, ამ საკითხს მოლაპარაკების საგნად არ გახდის.