სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. უხვი ნალექის გამო დატბორილი სახლებიდან მოქალაქეებს ამ დრომდე გამოაქვთ წყლის შეტანილი სილა და სხვადასხვა ნარჩენები. თითქმის ყველა სახლის პირველ სართულზე რაიმე სახის დაზიანება აქვს იატაკს და კედლებს. მოქალაქეებს ქუჩებში აქვთ გამოფენილი მწყობრიდან გამოსული საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. ადგილობრივებს ეზოების დასუფთავებაში ეროვნული გვარდიის სამხედროები ეხმარებიან.
რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლონდა ადამია გვეუბნება, რომ მისი სახლის პირველ სართულზე ცხოვრება შეუძლებელი გახდა, რადგან იატაკი მთლიანად აცვივდა, კედლები კი ამ დრომდე სველია:
„დივანი, შკაფი, საწოლი, ქათამი - წყალმა ყველაფერი წაიღო. ძლივს მოვასწარი შვილიშვილების გაყვანა“.
ამასვე აცხადებენ ლონდას მეზობლები. მათი თქმით, მთავრობის დახმარების გარეშე პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებენ:
„ეზო და სარდაფი მთლიანად დაიტბორა. წყალმა ფიჩხი და სხვა სიბინძურე შემოიტანა. ჯერჯერობით არაფერი ვიცით დახმარების შესახებ. ვნახოთ, აწი რა იქნება. ცოტა დახმარება ხალხისთვის კარგია“.
„ყველაფერი, რაც მქონდა, გაფუჭებულია. მეტრ-ნახევარი იდგა შიგნით წყალი“.
დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ სენაკში ჩასული მთავრობის წევრები. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ადგილობრივებმა ფულად დახმარებასთან ერთად წყლის არხების რეკონსტრუქცია მოსთხოვეს. მათი განცხადებით, 50 წლის წინ დამონტაჟებულმა და მწყობრიდან გამოსულმა მილებმა ვერ გაატარეს დაგროვილი წყალი, რამაც ქუჩებისა და შემდეგ უკვე მათი სახლების დატბორვა გამოიწვია.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ ოჯახებს, ამას სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემდგენლობაშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან. ზარალის დადგენის შემდეგ კი მთავრობა ითათბირებს და გადაწყვეტს, ადგილობრივებს ფულით დაეხმარონ თუ სამშენებლო მასალით:
„რაც მთავრობაში გადაწყვეტილება მივიღეთ 800 ათასი ლარის გამოყოფაზე, ეს საკმარისია არხების გასაწმენდად, კოლექტორების გასაწმენდად, გასაფართოებლად და ა.შ. სახლებში შიგნით არის მძიმე მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა იმისათვის, რომ ადგილობრივ სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩავერთოთ ჩვენც და დავეხმაროთ მოსახლეობას“.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, სენაკში ელექტროენერგიის მიწოდება სრულადაა აღდგენილი.
„მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ მთავრობა იქნება მათ გვერდით. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მოხდეს ზარალის შეძლებისდაგვარად ანაზღაურება. გარკვეული პრობლემები ელექტროენერგიასთან დაკავშირებით იყო, თუმცა ეს პრობლემა ახლა მოგვარებულია“.
29 ივლისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ სენაკის დიდი ნაწილი დატბორა. საღამოს სამაშველო სამსახურმა მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. მოქალაქეები საკუთარ სახლებს მეორე დღეს დაუბრუნდნენ.